ახალი ამბები
გამოცდა სამსახიობო ოსტატობაში
4 თებერვალი 2013 წელი
დრამისა და კინოს მსახიობის პირველ კურსზე ჩატარდა გამოცდა სამსახიობო ოსტატობაში. პედაგოგი, ცნობილი რეჟისორი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრი ხელმძღვანელი გიორგი თავაძე.
სრულად
ნუგზარ შალიკაშვილი - 65
3 თებერვალი 2013 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორატი ულოცავს სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის, სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის უფროს მასწავლებელს, ქორეოგრაფ ნუგზარ შალიკაშვილს დაბადებიდან 65 წლის იუბილეს. უსურვებს წარმატებებს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
სრულად
შეხვედრა დამსაქმებლებთან
23 იანვარი 2013 წელი
გაიმართა შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორს ე. მესხიასა და ბათუმის მერიის ხელოვნებისა და მუსიკალური ცენტრის დირექტორს გ. ბოლქვაძეს შორის. საუბარი შეეხო მერიის ხელოვნებისა და მუსიკალურ ცენტრსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროგრამით გაწეულ საქმიანობას. დღეისათვის მერიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში დასაქმებულია ხელოვნების უნივერსიტეტის 45 კურსდამთავრებული. ცენტრის შემოქმედებით კოლექტივებში კადრების შევსება ძრითადად ხდება ხელოვნების უნივერსიტეტიდან.
იმავე დღეს რექტორი შეხვდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველს თ. კეჟერაძესა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორს გ. მიქელაძეს.
შეხვედრებზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სრულად
იმავე დღეს რექტორი შეხვდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველს თ. კეჟერაძესა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორს გ. მიქელაძეს.
შეხვედრებზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
18 იანვარი 2013 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა დოქტორანტ ვ. ბიბილეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „ქართული რეჟისორული ხელოვნების ფორმირების ძირითადი პრინციპები“ საჯარო დაცვა. მეცნიერ-ხელმძღვანელი სრული პროფესორი ვ. კიკნაძე.
სრულად
გამოცდა არქიტექტურაში
17 იანვარი 2013 წელი
ჩატარდა არქიტექტურის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტთა სემესტრული გამოცდა. საკუთარი პროექტები წარმოადგინეს ბაჩო პაიჭაძემ, დიანა ფარტენაძემ, ია საჯაიამ, მათე თანდილავამ, მათე სარჯველაძემ, მარიამ მაკარაძემ. პროექტის ხელმძღვანელები, პედაგოგები გიორგი რამიშვილი და ზვიად ბურჭულაძე.
სრულად