ახალი ამბები
კონცერტი
30 იანვარი 2014 წელი
გაიმართა კონცერტი მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტთა მონაწილეობით. შესრულდა არიები ვ. დოლიძის, ჯ. პუჩინის,რ. გაბიჩვაძის, პ. მასკანის, დ. არაყიშვილის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებიდან. მონაწილეობდნენ: ნ. წულაია, ი. მელიქიშვილი, ა. მოწონელიძე,გ. ოსიყმაშვილი, ი. გოგუა, ნ. ბოლქვაძე, თ. ჩიტაიშვილი, ა. დიასამიძე, ს. სალაძე, ნ. ქარცივაძე, გ. გიგინეიშვილი, გ. ხილაძე, მ. ბერიძე, მ. გოგიჩაიშვილი, ნ. ჩიჩუა, მ. ფირცხალაიშვილი, ხ. ხაჯიშვილი, ნ. კონცელიძე, ი. ჟღენტი. აკადემიური სიმღერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ცერიაშვილი.
სრულად
ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი კრისტოფერ კოპოლა მეორედ ეწვია უნივერსიტეტს
13 იანვარი 2014 წელი
ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი კრისტოფერ კოპოლა უკვე მეორედ ეწვია ხელოვნების უნივერსიტეტს. 2013 წლის ივნისში კ. კოპოლასა და "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ფესტივალი "ჰოლივუდი ყველასთვის", რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ჰოლივუდის კარის ფართოდ გაღებას და კინოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. (ტექსტი იხილეთ სრულად)
სრულად
გაიმართა კინოჩვენება
12 იანვარი 2014 წელი
კინოკლუბში გაიმართა ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმის "საფეხური" ჩვენება.
სრულად
გარდაიცვალა ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორი
9 იანვარი 2014 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ხელოვნების უნივერსიტეტის პარტნიორის ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის, ერევნის კულტურის დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ არმენ მაზმანიანის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ბატონმა არმენ მაზმანიანმა დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთანამშრომლობაში. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა მრვალი ჩანაფიქრის განხორციელება. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები თანაგრძნობას უცხადებენ ბატონი არმენის ოჯახს და ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტს.
სრულად
კინოჩვენება
5 იანვარი 2014 წელი
კინოკლუბში გაიმართა ჩვენება იოს სტეილინგის ფილმისა "არც მატარებლები, არც თვითმფრინავები" (NO TRAINS NO PLANES) დრამა (1999). მთავარ როლებში; დირკ ვან დეიკი, კეეს პრინსი, პირ მასკინი, კატა სჰურმანი, პეტრა სედა, ლენი ბრედერველდი.
სრულად