ახალი ამბები

სტუდენტთა საყურადღებოდ!

24 ნოემბერი 2015 წელი

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს 13:00 საათზე ჩატარდება მასტერკლასი თემაზე: მსახიობებთან მუშაობა, კასთინგი, წინამოსამზადებელი პერიოდი.
მასტერკლასს ჩაატარებენ: თორინიკე გოგრიჭიანი (მსახიობი, რეჟისორი), ნოდარ ნოზაძე (პროდიუსერი).
სრულად

17 ნოემბერი - მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეა

17 ნოემბერი 2015 წელი

17 ნოემბერს მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ეს თარიღი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ 1941 წელს გამოცხადდა ლონდონში სტუდენტთა გაერთიანების მიერ და მისი აღნიშვნის ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. (იხ. ტექსტი სრულად)
სრულად

მზია ჩიხრაძის საჯარო ლექცია

17 ნოემბერი 2015 წელი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით 16 და 17 ნოემბერს ჩატარდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნოების დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექციები. მ. ჩიხრაძის კვლევის მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ქართული და ამერიკული ხელოვნების აქტუალური პრობლემები. იგი ეწევა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, თანამშრომლობს მსოფლიოს მოწინავე სახელოვნებათმცოდნეო კვლევით ცენტრებთან (კოლუმბიის უნივერსიტეტი). მ. ჩიხრაძის საჯარო ლექციების თემატიკა მოიცავს თბილისური ავანგარდის, 1930-50-იანი წლების ქართული და ამერიკული ხელოვნების ურთიერთმიმართების, თანამედროვე ამერიკული არქიტექტურის საკითხებს.17 ნოემბრის საჯარო ლექციის თემა ოყო: თანამედროვე ამერიკული არქიტექტურა (ჩიკაგოსა და ნიუ იორკის არქიტექტურის მაგალითზე) რკინის ფარდის ორ მხარეს - ამერიკული ექსპრესიონიზმი და ქართული ხელოვნება 1930-1950 - იან წლებში.
სრულად

საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

16 ნოემბერი 2015 წელი

დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 14 და 15 ნოემბერს გაიმართა. კონფერენცია დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის - კონფერენციის ორგანიზების ფარგლებში.(იხ.ტექსტი სრულად)
სრულად

საჯარო ლექცია

16 ნოემბერი 2015 წელი

გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექცია თემაზე: თბილისური ავანგარდი, ქართველი მოდერნისტები დასავლეთში - დავით კაკაბაძის ხელოვნება ამერიკაში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031