ახალი ამბები

ჩატარდა ვორკშოპი თანამედროვე იაპონური ხელოვნების - კირიეს ხელოვნებაში

9 ნოემბერი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ეწვია იაპონელი ხელოვანი შუ კუბო, რომელმაც ჩაატარა ვორქშოპი კირიეს ხელოვნებაში. გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან ე. მესხიასთან. იაპონელმა ხელოვანმა ისაუბრა საკუთარ ხელოვნებაზე და უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა წიგნი, სადაც მის ნამუშევრებია დაბეჭდილი. ვორკშოპი იაპონიის საელჩოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება და იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.(იხ.ტექსტი)
სრულად

„ღირსეული ცხოვრება ყველას უფლებაა“

6 ნოემბერი 2015 წელი

შვედეთისა და შვედური ინსტიტუტის (SI) მხარდაჭერით ხელოვნების უნივერსიტეტში 5 ნოემბერს გაიხსნა და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება გამოფენა სახელწოდებით „ღირსეული ცხოვრება ყველას უფლებაა“. გამოფენილ ფოტოებზე ასახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრება და ამონარიდები მათი ინტერვიუებიდან.
სრულად

დასრულდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი

5 ნოემბერი 2015 წელი

4 ნოემბერს დასრულდა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამაში იყო სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია, ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის კონცერტები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება. (იხ.ტექსტი სრულად)
სრულად

კინო-ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამა სტუდენტებისთვის

4 ნოემბერი 2015 წელი

გაიმართა შეხვედრა აჭარის გნათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ქალბატონ ნათია სირაბიძესთან. მან ისაუბრა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელ პროგრამებზე, რისთვისაც 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება 35 ათასი ლარი. კინო და ტელერეჟისურის სპეციალობის სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ დაფინანსება საკუთარი სადიპლომო თუ საკურსო ფილმების გადასაღებად. მან ასეე პასუხი გასცა სტუდენთა შეკითხვებს.
სრულად

პროფესორ-ემერიტუსის ქეთევან გოგოლაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება

3 ნოემბერი 2015 წელი

გრძელდება გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის X საერთაშორისო ფესტივალი. დღეს ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსის ქეთევან გოგოლაძის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "პიტერ გოლდი სტუმრად "აიდიოსთან".ფილმი ასახავს ინდიანას უნივერსიტეტის ეთნომუსიკოლოგის, ანთროპოლოგის პიტერ გოლდის შეხვედრას მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან 2012 წლის ოქტომბერში. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა ეთნომუსიკოლოგმა ვიდეოზე ჩაიწერა ანსამბლის მიერ შესრულებული ყველა სიმღერა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031