ახალი ამბები

ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

13 ნოემბერი 2015 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და რექტორის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსული მეუღლითურთ. საუბარი შეეხო ხელოვნების უნივერსიტეტსა და ევრაზიის უნივერსიტეტს შორის მომავალ თანამშრომლობას. ევრაზიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი და შემოქმედებითი ჯგუფი მიიწვია ტრაპიზონში ევრაზიის უნივერსიტეტის დაარსების 5 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
სრულად

სამინისტრო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექციას დააფინანსებს

12 ნოემბერი 2015 წელი

მიმდინარე წლის 16 - 17 ნოემბერს სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის საჯარო ლექცია. საჯარო ლექცია ჩატარდება შემდეგ თემაზე: თბილისური ავანგარდი, ქართველი მოდერნისტები დასავლეთში - დავით კაკაბაძის ხელოვნება ამერიკაში; თანამედროვე ამერიკული არქიტექტურა (ჩიკაგოსა და ნიუ იორკის არქიტექტურის მაგალითზე) რკინის ფარდის ორ მხარეს - ამერიკული ექსპრესიონიზმი და ქართული ხელოვნება 1930-1950 - იან წლებში.
სრულად

არქიტექტურული პროექტები საჩუქრად ქ. ბათუმის მერიას

12 ნოემბერი 2015 წელი

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ქ. ბათუმის მუნიცეპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის არქიტექტურის სპეციალობის კურსდამთავრებულთა: მათე თანდილავას - „აჭარის ტელევიზია“, დიანა ფარტენაძის - „სპორტკომპლექსი“, მარიამ მაკარაძის - „საქალაქო სტადიონი“ სადიპლომო ნამუშევრები საჩუქრად გადაეცა მერიას. ასევე საჩუქრად გადაეცა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზაცებით 2015 წლის 9 აპრილს ზუგდიდში ჩატარებულ სტუდენტურ არქიტექტურულ კონკურსში (თემაზე „მდგრადი სოციალური საცხოვრისი ურბანულ გარემოში“), გამარჯვებული „50 ბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს პროექტები (პროექტის ავტორები: ელიზბარ რამიშვილი, ლაშა სამსონია, მარიამ მაკარაძე, ლიკა კომახიძე, გიორგი მურადიანი).
სრულად

სამინისტროს დაფინანსებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

11 ნოემბერი 2015 წელი

2015 წლის 14 ნოემბერს 10:00 სათზე სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა. კონფერენცია მიზნად ისახავს კულტურისა და ხელოვნების, კვლევისა და მართვის ახალი მიმართულებებისა და მეთოდების გაცნობას, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას, კულტურისა დ ხელოვნების კვლევისა და მართვის სფეროში ნოვატორული იდეების დანერგვასა და მკვლევართა პროფესიულ ზრდას.
სრულად

Academia Riaci აცხადებს ხელოვნებისა და დიზაინის საერთშორისო კონკურსს

9 ნოემბერი 2015 წელი

International Art and Design Competition 2016 მსოფლიო მასშტაბით იწვევს სტუდენტებს: საიუველირო ნაკეთობების დამზადება, საიუველირო ნაკეთობების დიზაინი, ფეხასცმლის, ჩანთების, ავეჯის დიზაინი, მოდის დიზაინი, ინტერიერის დიზაინი და ილუსტრაციები.
Academia Riaci წარმოადგენს ხელოვნებისა და დიზაინის პროფესიონალურ სკოლას, რომელიც მდებარეობს იტალიის ქალაქ ფლორენციაში.
კინკურსის მთავარი მიზანია იტალიური ხელოვნების, დიზაინის და ნაკეთობების პოპულარიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, ახალი ხელოვანი ადამიანების აღმოჩენა, მათი წახალისება და ამასთანავე იტალიაში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ნოემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: International Art and Design Competition 2016, Academia Riaci. Email: rac2014@accademiariaci.info
www.accademiariaci.info
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031