ახალი ამბები
სტუდენტთა საყურადღებოდ!
14 მაისი 2014 წელი
თურქეთის რესპუბლიკის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული სტუდენტებისთვის გაიცემა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები, რომლის სახელწოდებაა "თურქეთის სტიპენდიები" და უცხოელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ განათლება თურქეთის მოწინავე უნივერსიტეტებში.
სრულად
მსოფლიო კინოპრემიერა - ბათუმი - სან-ფრანცისკო
9 მაისი 2014 წელი
უკვე ოთხი თვეა, რაც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტები ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. (რომლის იდეა ეკუთვნის ცნობილ პროდიუსერსა და რეჟისორს ქრისტოფერ კოპოლას). დღეს პირველად ხელოვნების უნივერსიტეტის ისტორიაში, Skype-ს საშუალებით ერთოდროულად ბათუმსა და სან-ფრანცისკოში გაიმართა კინოჩვენება.
სრულად
ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ელიტა გაველეს ვიზიტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში
8 მაისი 2014 წელი
8 მაისს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელიტა გაველე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
სრულად
სადიპლომო სპექტაკლის ჩვენება
8 მაისი 2014 წელი
გაიმართა დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის კურსდამამთავრებელთა სადილომო სპექტაკლის ჩვენება. წარმოდგენილი იყო თ. ჭილაძის პიესა "სულთა გამოხმობა". ჯგუფის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ვ. ბიბილეიშვილი, მეტყველების პედაგოგი ასოცირებული პროფესორი თ. მეიშვილი.
სრულად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ა. ხაბაძის ვიზიტი ხელოვნების უნივერსიტეტში
6 მაისი 2014 წელი
ხელოვნების უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს მოწვევით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ესტუმრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გიორგი თავამაიშვილთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და თანამშრომლები. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. რექტორმა მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის რეკონსტრუქციის პროექტი. თავმჯდომარე დაინტერესდა პროექტით და ახლომომავალში მისი განხილვის სურვილი გამოთქვა. საუბარი შეეხო უნივერსიტეტის დაფინანსების, საგანმანთლებლო და შემოქმედებითი პროექტების განხორციელების საკითხებს. შეხვედრამ საქმიან და გულთბილ გარემოში ჩაიარა.
სრულად