ახალი ამბები

ელდარ შენგელაია - ხელოვნების უნივერსიტეტის სტუმარი

12 აპრილი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ცნობილი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია. მან ისაუბრა 70-80-იანი წლების კინემატოგრაფზე, საკუთარ შემოქმედებაზე, სცენარზე და მსახიობებთან მუშაობის სპეციფიკაზე, გაიხსენა ცნობილ მსახიობებთან ურთიერთობის საინტერესო ეპიზოდები. უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს. ხელოვნების უნივერსიტეტის საპატიო სტუმართა წიგნში გააკეთა სამახსოვრო ჩანაწერი და გადაიღო ფოტო სტუდენტებთან ერთად.
სრულად

ევროპის აკადემიური ცენტრის პრეზენტაცია

11 აპრილი 2014 წელი

სტუდენტთა გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით გაიმართა ევროპის აკადემიური ცენტრის პრეზენტაცია. ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უკვე განხორციელებულ პროგრამებზე, წარმოადგინეს პროექტები, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა. უპასუხეს შეკითხვებს.
სრულად

სან-ფრანცისკო-ბათუმი მასტერკლასები

9 აპრილი 2014 წელი

გრძელდება მასტერკლასები სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის.
სრულად

ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვოლფგანგ ვენგის მასტერკლასი

8 აპრილი 2014 წელი


ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ვენგი მეორედ ეწვია უნივერსიტეტს. 2013 წლის ოქტომბერში ვიზიტისას ბატონი ვენგი სტუდენტებს დაჰპირდა, რომ კვლავ ჩამოვიდოდა და ჩაატარებდა მასტერკლასებს. ამჯერად მან ისაუბრა კულტურული ტურიზმის საკითხებზე, პასუხი გასცა სტუდენტთა შეკითხვებს. ვოლფგანგ ვენგი სექტემბრიდან კვლავ აპირებს ჩამოსვლას და ლექციების ჩატარებას.
სრულად

დანიელი პროფესორის მასტერკლასი

7 აპრილი 2014 წელი

4 აპრილს გაიმართა კონცერტი დანიის მუსიკალური სკოლის "გრადუს ფორტეპიანოს" მოსწავლეების გუსტავ პიკუტის, კრისტიან რისაგერის, მედს ფუგლსანგ რიბორგის მონაწილეობით. შესრულდა ბეთჰოვენის, პროკოფიევის, შოპენის და ბრამსის საფორტეპიანო ნაწარმოებები. ხელმღვანელი, პროფესორ მარტინ ლიშოლმ იეფსენი.
5 აპრილს მასტერკლასი ჩაატარა "გრადუს ფორტეპიანოს" სკოლის დამაარსებელმა, პროფესორმა მარტინ ლიშოლმ იეფსენმა. პედაგოგებს, სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებსა და მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ იეფსენის მუშობის მეთოდებს. პროფესორმა დამსწრეთ კონკრეტული პრაქტიკული სავარჯიშოები უჩვენა და საკუთრი გამოცდილება გაუზიარა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031