ახალი ამბები

ლიტერატურული კომპოზიცია

5 მაისი 2014 წელი

უნივერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტებმა ეკლესიის ეზოში ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის საფლავებთან წაიკითხეს ლექსები. მეტყველების პედაგოგი, სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამილა მეიშვილი.
სრულად

კლასიკური მუსიკის საღამო

29 აპრილი 2014 წელი

ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო, სადაც მონაწილეობდნენ მერიის კულტურის ცენტრის სასულე და კამერული ორკესტრი, ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. მათ შორის, ევროპაში მოღვაწე ტენორი, ირაკლი კახიძე. ორკესტრის დირიჟორი, ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მამუკა ალაფიშვილი.
სრულად

ფილმის პრეზენტაცია

28 აპრილი 2014 წელი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა ფესტივალი "ბათუმური გაზაფხული", სადაც ნაჩვენები იყი ხელოვნების უნივერსიტეტის ტელერეჟისურის სპეციალობის სტუდენტის ნინელი გოგიტიძის ფილმი "მარადისობის გზა". ფილმი მიეძღვნა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობის, ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგის ბიძინა მიქაუტაძის ხსოვნას.
სრულად

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

20 აპრილი 2014 წელი

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სრულად

ამირან შალიკაშვილი - 75

14 აპრილი 2014 წელი

ცნობილ ქართველ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურიატს ამირან შალიკაშვილს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პროფესორი ამირან შალიკაშვილი დაჯილდოვდა უნივერსიტეტის საპატიო სიგელით და გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031