ახალი ამბები

დანიელი პიანისტების კონცერტი

1 აპრილი 2014 წელი

მიმდინარე წლის 4 აპრილს გაიმართება კონცერტი დანიელი პიანისტების, მუსიკალური სკოლის "გრადუს ფორტეპიანოს" მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიება ჩატარდება ბათუმის მე-2 სამუსიკო სკოლის დარბაზში. მისამართი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. 48. (ყოფილი გოგებაშვილის ქ. 48.)
სრულად

ევროპის აკადემიური ცენტრის შეთავაზება

31 მარტი 2014 წელი

ევროპის აკადემიური ცენტრი გთავაზობთ პრეზენტაციის გამართვას თქვენს უნივერსიტეტში 2014 წლის გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, სადაც განხილული იქნება ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში არსებული პროგრამები, ყურადღება გამახვილდება გაეროს ნიუ იორკის, სტრასბურგის, მადრიდის, პრაღაში სტაჟირებისა და საზაფხულო სკოლების დეტალებზე, მონაწილეობის პირობებისა და სპეციალურად სტუდენტთათვის არსებულ შეღავათებზე.
სრულად

კონცერტი ხელოვნების ცენტრში

31 მარტი 2014 წელი

29 მარტს ხელოვნების ცენტრში გაიმართა კონცერტი. შესრულდა არიები ჯაკომო პუჩინის, ჟორჟ ბიზეს, პიეტრო მასკანის, ჯუზეპე ვერდის, ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებიდან.
არიები ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან ნონა კორიფაძესთან ერთად არმაზ დარაშვილმა შეასრულა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტების პირველ სოლო კონცერტს აკომპანირება მუსიკალური ცენტრის ორკესტრმა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მამუკა ალაფიშვილის დირიჟორობით გაუწია.
სრულად

კინოკლუბში გაიმართა კინოჩვენება

30 მარტი 2014 წელი

კვირას, 30 მარტს, 13 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინოკლუბში ნაჩვენები იყო ე. კუსტურიცას ფილმი "ანდერგრაუნდი".
სრულად

სან-ფრანცისკო-ბათუმი - მასტერკლასები გრძელდება

26 მარტი 2014 წელი

გრძელდება მასტერკლასები სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტთან. ორი უმაღლესი სასწავლებლის კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტები პროფესორების ზაზა ხალვაშისა და ქრისტოფერ კოპოლას ხელმძღვანელობით ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. ამ ეტაპზე პროექტრში მონაწილე სტუდენტები ჯგუფებად დანაწილდნენ და თითოეული ჯგუფი უკვე კონკრეტულ თემაზე აგრძელებს მუშაობას.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031