ახალი ამბები

დასუფთავების კვირეული

16 ივნისი 2013 წელი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილ დასუფთავების კვირეულში მიიღეს მონაწილეობა ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. აქციის მონაწილეებმა გაწმინდეს თამარის დასახლებაში თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. აქციის დასრულების შემდეგ სანთლები დაანთეს ეკლესიაში.
სრულად

მემორანდუმი კლასიკური ბალეტის სკოლასთან

15 ივნისი 2013 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელოვნების უნივერსიტეტსა და ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელმწიფო კლასიკური ბალეტის სკოლას შორის.
სრულად

გამოცდა ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობაში

14 ივნისი 2013 წელი

გაიმართა სადიპლომო ნაშრომების დაცვა ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობაში.საკუთარი მოდელები წარმოადგინეს დიპლომანტებმა მაია არქანიამ, მერი თავართქილაძემ, თამარ ცეცხლაძემ და თამარ ჯიმშერაძემ. ჯგუფის ხელმძღვანელი, სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დიანა თალაკვაძე.
სრულად

გამოცდა სასცენო მეტყველებაში

14 ივნისი 2013 წელი

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის, დრამატული თეატრისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის პირველ კურსზე გაიმართა ღია გამოცდა სასცენო მეტყველებაში.
სრულად

ჰოლივუდელი რეჟისორი კრისტოფერ კოპოლა უნივერსიტეტში

12 ივნისი 2013 წელი

ცნობილი რეჟისორის ფრენსის ფორდ კოპოლას ძმისშვილი და მსახიობ ნიკოლას ქეიჯის ძმა კრისტოფერ კოპოლა ხელოვნების უნივერსიტეტის ეწვია. ჰოლივუდელი რეჟისორი და პროდიუსერი სტუდენტებთან ერად იღებს ფილმს, რომელშიც თავადაც მონაწილეობს.
14 ივნისს, სტუდენტური ნამუშევარი ფესტივალის ვებ-გვერდზე განთავსდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხმის მიცემა დაიწყება. გამარჯვებულები 15 ივნისს გამოვლინდებიან.
აღნიშნულ პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი და ფესტივალი "კინემატოგრაფია ყველასთვის" ახორციელებენ. ფესტივალი "ჰოლივუდი ყველასთვის" სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ჰოლივუდის კარის ფართოდ გაღებას და კინოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031