ახალი ამბები

საერთაშორისო ტრენინგი „ინტეგრაციული ღონისძიებები მულტიკულტურულ საზოგადოებებში“

30 მაისი 2013 წელი

2013 წლის 1-8 აგვისტოს კრასნოგრუდას დიალოგის საერთაშორისო ცენტრში, პოლონეთში, გაიმართება საერთაშორისო ტრენინგი „ინტეგრაციული ღონისძიებები მულტიკულტურულ საზოგადოებებში“.
სრულად

ELIA NEU/NOW-ს ონლაინ-2013

30 მაისი 2013 წელი

ELIA NEU/NOW-ს ონლაინ ფესტივალი 2013 გაიმართება ამსტერდამში, 2013 წლის 22-26 ივნისს. ფესტივალი კრეატიულ მხატვრებს და ხელოვანებს ევროპის მასშტაბით აძლევს შანსს წარუდგინონ საკუთარი თავი და ნამუშევრები ფართო აუდიტორიას. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის, თეატრის, ცეკვის, მუსიკის და კინოს სფეროს წარმომადგენლებს. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება და პრეზენტაცია, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ინოვაციურ პროექტებს და დაამყარებენ ახალ საერთაშორისო ურთიერთობებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.neunow.com
სრულად

გამოფენა

29 მაისი 2013 წელი

აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა ქართველ მხატვართა მიერ მუზეუმისთვის ნაჩუქარი ნამუშევრების გამოფენა. გამოფენილი იყო გია ბუღაძის, რუსუდან ფეტვიაშვილის და სხვა ცნობილ შემოქმედთა ფერწერული ტილოები.საკუთარი ნახატი გადასცა მუზეუმს საჩუქრად ხელოვნების უნივერსიტეტის პედაგოგმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან ვაჩეიშვილმა. მუზეუმში ინახება უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის პედაგოგების სერგო გოგოლაძისა და ბექა ბოლქვაძის ნამუშევრები.
სრულად

კლასიკური მუსიკის საღამო შუახევში

28 მაისი 2013 წელი

შუახევის მუნიციპალიტეტში ხელოვნების კვირეული დასრულდა. კვირეულის ბოლო დღე კლასიკური მუსიკის საღამოს დაეთმო. კონცერტზე ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოცარტის, ლეჰარის და დონიცეტის ცნობილი ოპერებიდან სხვადასხვა არიები შეასრულეს. შესრულდა რევაზ ლაღიძისა და მელიტონ ბალანჩივაძის ნაწარმოებებიც.
კვირეული კულტურის ცენტრის რეჟისორის, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთვრებულის, ვახტანგ ბერიძის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.
სრულად

რექტორის ვიზიტი მოლდავეთში

27 მაისი 2013 წელი

21-26 მაისს ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე.მესხია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა მოლდავეთის რესპუბლიკის ქ. კიშინიოვში, სადაც მონაწილეობა მიიღო ტემპუსის საერთაშორისო პროექტის დასკვნით კონფერენციაში. ვიზიტის პერიოდში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს კაჰულის "ბოგდან პეტრიცეიკუ ჰასდეუს" და ბალტის ალეკუ როსოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში რექტორთან ერთად შედიოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი გ. მასალკინი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ი.ძაგანია მიიღი საქართველოს ელჩმა მოლდავეთში ა. მიქაცაძემ.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031