ახალი ამბები

მიხეილ კობახიძის მასტერკლასი

25 მაისი 2013 წელი

ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა მიხეილ კობახიძემ ჩაატარა მასტერკლასი. სტუდენტებმა მიხეილ კობახიძის კინოშედევრები „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“ ნახეს, ასევე ნაჩვენები იყო რეჟისორის სტუდენტობის პერიოდში შექმნილი საკურსო ფილმები და უკანასკნელი ფილმი „გზა“. შეხვედრა-მასტერკლასი დიალოგის რეჟიმში გაიმართა. „როგორი უნდა იყოს კარგი კინო და რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა კინორეჟისორებმა?“ - ახალბედა რეჟისორების და მსახიობების შეკითხვებს რეჟისორმა ამომწურავი პასუხები გასცა.
სრულად

CIOFF კონფერენციაზე თბილისში

25 მაისი 2013 წელი

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, მოწვეულმა მასწავლებელმა ლოლიტა სურმანიძემ, მუსიკის ფაკულტეტის ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტმა გიორგი კრავეიშვილმა და ფაკულტეტთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „აიდიომ“ მონაწილეობა მიიღეს 24 მაისს, თბილისში, ფოლკლორისა და ტრადიციული ხელოვნების ორგანიზაციათა საერთაშორისო საბჭოს CIOFF-ის ეგიდით ორგანიზებულ კონფერენციასა და კონცერტში.
სრულად

ვორკშოპი მარკეტინგული კვევის საკითხებზე

24 მაისი 2013 წელი

ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განალების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი პროექტით 23 და 24 მაისს ჩატარდა ვორკშოპი თემაზე "მარკეტინგი და აუდიტორიის განვითარება". მონაწილეობდნენ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები და აჭარაში მოქმედი თეატრებისა და სახელოვნებო დაწესებულებების წარმომადგენლები.
სრულად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

24 მაისი 2013 წელი

ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უნივერსიტეტსა და ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდთან.
სრულად

მიხეილ კობახიძის მასტერკლასი

23 მაისი 2013 წელი

25 მაისს, შაბათს 17 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი ქართველი კინორეჟისორის მიხეილ კობახიძის მასტერკლასი და ფილმების რეტროსპექტივა.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031