ახალი ამბები

ანსამბლ „ნანოსა“ და ფერისცვალების ეკლესიის მგალობელთა ანსამბლის ერთობლივი კონცერტი

29 მაისი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა თბილისის ფოლკლორულ ანსამბლ „ნანოსა“ და ფერსიცვალების ეკლესიის ვაჟთა ანსამბლის ერთობლივი კონცერტი, რომელსაც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები დაესწრნენ.
სრულად

ამერიკულ-ქართული პროექტის ბათუმური პრემიერა

28 მაისი 2014 წელი

გაიმართა სან-ფრანცისკოელი და ბათუმელი სტუდენტების ერთობლივი პროექტის ბათუმური პრემიერა. ოთხი თვე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და სან-ფრანცისკოს ხელოვნების ინსტიტუტის კინოხელოვნების სპეციალობის სტუდენტები პროფესორების ზაზა ხალვაშისა და ქრისტოფერ კოპოლას ხელმღვანელობით „skype“-ს მეშვეობით ერთობლივ ქართულ-ამერიკულ პროექტზე მუშაობდნენ.
სრულად

დენის რიჩის მასტერკლასი

24 მაისი 2014 წელი

23-24 მაისს ჩიკაგოს კოლუმბიის (აშშ) კოლეჯის პროფესორმა, კულტურის საკონსულტაციო სამსახურის მმართველმა დირექტორმა დენის რიჩიმ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: "სპონსორობა და თანხების მოზიდვა კულტურის სფეროში".
სრულად

აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია

21 მაისი 2014 წელი

დღეს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმოების დაფინანსების კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, აქედან გამომდინარე კონკურსის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მასში მონაწილეობა სტუდენტებსაც შეუძლიათ.
მსურველებს დაწვრილებით საკონკურსო პირობების, განაცხადის ფორმის დასხვა საჭირო ინფორმაციის ხილვა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდზე შეუძლიათ http://moecs.ge/?menuid=224&lang=1
სრულად

„მომავლის ვარსკვლავები - 2014“-ის დიპლომები გადაეცათ

21 მაისი 2014 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტები მარიზა აფხაზავა და ნათია სარჯველაძე, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ გამართულ კლასიკური მუსიკის მე-7 რესპუბლიკურ (მე-3 საერთაშორისო) ფესტივალში "მომავლის ვარსკვლავები-2014", დაჯილდოვდნენ დიპლომებით „საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის და მიენიჭათ ლაურეატის წოდება“. ამავე ფაკულტეტის პედაგოგს გულნარა ახვლედიანს, გადაეცა „მომავლის ვარსკვლავები-2014“ დიპლომი „მაღალი პროფესიონალიზმისა და წარმატებული მონაწილეობისათვის“.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930