ახალი ამბები
მასტერკლასი - „კინოწარმოების საწყისები - პროდიუსინგი, პროექტის განვითარება“.
10 ივნისი 2014 წელი
„აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 9 ივნისს ჩატარდა აჭარის რეგიონში სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დასაფინანსების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმის - „სხვისი სახლი“ - პროდიუსერის ზურაბ მაღალაშვილის მასტერკლასი თემაზე „კინოწარმოების საწყისები - პროდიუსინგი, პროექტის განვითარება“.
სრულად
პრემიერა ხულოს დრამატულ თეატრში
7 ივნისი 2014 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის მაგისტრანტმა თენგიზ დავითაძემ ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოების "ყვარყვარე თუთაბერის" მიხედვით სპეკტაკლი „ვთამაშობთ ყვარყვარეს" დადგა. სპექტაკლში ხულოს სახელმწიფო თეატრალური დასის თითქმის სრული შემადგენლობა მონაწილეობდა. სპექტაკლს ხულოს მაყურებელი მთელი წლის განმავლობაში იხილავს.
სრულად
სადიპლომო სპექტაკლის პრემიერა
6 ივნისი 2014 წელი
5 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაეტანო დონიცეტის "სიყვარულის ნექტარი" დაიდგა. სპექტალი ორ მოქმედებად ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის სადიპლომო წარმოდგენა იყო. მასში მონაწილეობდნენ ბათუმის კულტურის ცენტრის კამერული და სასულე ორკესტრები, კლასიკური საბალეტო სკოლა, საოპერო მიმართულების გუნდი. სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი ჩხაიძემ დადგა.
სრულად
გიწვევთ პრემიერაზე
3 ივნისი 2014 წელი
5 ივნისს, 20 საათზე ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საოპერო სპექტაკლი „სიყვარულის ნექტარი“ (კომპოზიტორი გაეტანო დონიცეტი).
სრულად
გამოფენა-გაყიდვა პროკრედიტ ბანკში
2 ივნისი 2014 წელი
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობების, კავშირი ახალგაზრდა ლიდერები სოციალური ცვლილებებისათვის და მასმედიის მხარდაჭერით საქველმოქმედო ფონდმა „ღვთისშვილები“ პროკრედიტ ბანკში გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.
სრულად